პაულო დიბალამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა კარიერა გალათასარაიში გააგრძელოს - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური Corriere Dello Sport ავრცელებს.
წყაროს თქმით, არგენტინელი შემტევის აგენტი უკვე იყო სტამბოლში, სადაც გალათასარაის ხელმძღვანელობას შეხვდა და დეტალებზეც შეთანხმდნენ.
რომა ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხად 12 მილიონ ევროს ითხოვს, თურქული მხარე კი მზადაა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, დიბალამ ამ სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 31 წლის შემტევმა მოედანზე ჯამურად სულ რაღაც 965 წუთი გაატარა.