ძიუდოს ქართული ფედერაცია სოციალურ ქსელში გოლდენ გორის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
არის! გოლდენ გორი ევროპის საკლუბო ჩენპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ბრინჯაოს ფინალში გოლდენ გორმა ჯუდო უკრაინა 4-0 დაამარცხა! მივულიცოთ ჩვენს გუნდს ეს დიდი წარმატება!
- წერია ფედერაციის გვერდზე.
გოლდენ გორის სრული შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
- 73 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ტერაშვილი
- 90 კგ - ლუკა მაისურაძე
+ 90 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი, უშანგი კოკაური, თამაზ ბიგანაშვილი
- 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
- 70 კგ - ეთერ ასკილაშვილი
+ 70 კგ - სოფიო სომხიშვილი
აქვე გეტყვით, რომ ტურნირი ტედი რინერის პარი სენ ჟერმენმა მოიგო, რომელმაც ფინალში სერბული რედ სტარი 4:0 დაამარცხა.