"ასტონ ვილასა" და არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა თავისი ლეგენდარული სეივი გაიხსენა.
"გეტყვით, რა მოხდა და როგორ მოვიგერიე კოლო მუანის დარტყმა. საჯარიმოს მისადგომებთან ამ ბურთზე ოტამენდის უნდა ეთამაშა და ის იყო პასუხისმგებელი ამ ტერიტორიის გაწმენის.
"როცა დავინახე, რომ კონატეს პასის შემდეგ ის ამ ბურთზე ვერ ითამაშებდა, დარტყმისთვის უკვე მზად ვიყავი", - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ ემილიანომ ეს ბურთი მატჩის უკანასკნელ წამებზე მოიგერია და არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოუპოვა.