რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა! ძალოსანმა ატაცში ოქროს, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა!
ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით რევაზ დავითაძემ (96 კგ.) წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 171 / 175 / 177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა!
რევაზ დავითაძემ აკვრაში დაძლეული 200 / 206 / 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.