წაკითხვა: 2
“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო.. ვისაც სასახლის (კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია” – ასე ეხმიანება მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჩასასვენებლის დაწვის ფაქტს.
“არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ
მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ
მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას
პარტიების მოყვარულ საქართველოს საყურადღებოდ მინდა დამავატო…
ნუ მოუწოდებთ ნურავის აზრის დაფიქსირებას იმიტომ, რომ შეიძლება თქვენი, რომელიმეს მოსაწონი ვერ დაწეროს. საბედნიეროდ არსებობენ თავისუფალი აზროვნების ადამიანები, რომლებით მხოლოდ სხვისი შვილისკენ არ იშვერენ ხელს..თავის შვილის შეცდომებსაც ოხრად ხედავენ.
მიყვარხართ ისეთები როგორები ხართ, მრწამსის მიხედვით არ განვიკითხავ ადამიანებს, თუ ბოღმა დაგრჩათ ვინმესი შეგიძლიათ ჩემზე ამოანთხიოთ მადლია ამ მძიმე მარხვაში”– წერს ნატო გელაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს