დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა. ის არ დაუკავებიათ. თუმცა, პოლიციცელებმა მისი სახლიდან ამოიღეს ტექნიკა.
ხარხელის ინფორმაციით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა გადაუდებელი საჭიროება იყო. თუმცა, იმ საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გაჩხრიკეს, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის მოწმის სახით უკვე გამოიკითხა.
“წაიღეს ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა; მობილურები; ძველი მობილურები, მათ შორის; სამუშოა ლეპტოპები ჩემიც, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, სმართ ჰოუმის ელემენტებით, ბევრი ვაიფაით და ა.შ. შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა, იმიტომ, რომ უამრავი პატარა ტექნიკა გვაქვს […]
რაც ძალიან საინტერესოა, ეს გადაუდებენ და სასწრაფო ჩხრეკად კვალიფიცირდა, როცა ეს გამოძიება რამდენიმე მიმდინარეობს უკვე თვეა მეტიც, მე ვიყავი უკვე მოწმედ დაბარებული და მე მიცემული მაქვს ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან. მიუხედავად ამისა, თვეების მერე გახდა საჭირო, რომ საბავშვო ბაღიდან გამოსული გავეკავებინე უამრავ მამაკაცს”, – თქვა ხარხელმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჩხრეკის დასრულების შემდეგ.