დრონებით შეტევა იყო რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრზე. ობიექტი სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში მდებარეობს.
ბალაკოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე ამ ცენტრზე შეტევის შესახებ 14 ოქტომბერს გამთენიისას დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მაც.
14 ოქტომბერს დილით რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა „სბერბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ ვედიახინის მოკლე კომენტარი, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე შეტევის ფაქტს ადასტურებენ. ვედიახინის თანახმად, ბანკის „ყველა სისტემა და ყველა სერვისი საშტატოდ მუშაობს“.
უკრაინას „სბერბანკის“ ცენტრზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
radiotavisupleba ახალი ამბები