„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს“, - წელია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა მასში არ არის დაკონკრეტებული არხის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა ტელეწამყვანის განცხადება, თუ თავად გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ტელეწამყვან დუტა სხირტლაძესთან და არხის დირექტორ მაკა ლომიძესთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
დუტა სხირტლაძესა და „იმედს“ შორის თანამშრომლობის შეწყვეტა დროში ემთხვევა საქართველოში ბოლო თხუთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარე ხალხმრავალ აქციებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლამდე აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე საუბრის დაწყების.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.