“დღეს “ხელისუფლება” არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა” – ნიკა გვარამია

1 week ago 15

ქართველ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს იზოლატორიიდან მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია:

ქართული კრიტიკული მედია დგას სამშობლოს და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე და, ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.

გასაგები მიზეზების გამო არ მინახავს კადრები, მაგრამ მაკა ჩიხლაძეს და მისი ოპერატორის დარბევა უმძიმესი ყოფილა ქოცების პარამეტრებითაც კი! ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ ტვპირველს და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას!

არავითარი ტიტუშკები არ არსებობენ, დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო, ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება – ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით.

დღეს “ხელისუფლება” არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა.

ძირს ტიტუშკოკრატია !
ძირს ნიღბიანი დიქტატურა!
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ მივდივართ ევროპაში!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

სრულად წაკითხვა