2
8 დეკემბერს, 15:00 საათზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
როგორც „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სოციალურ ქსელში წერს, ახლა ერთად დგომის დროა.
„ტელევიზიები, განსაკუთრებით ოპერატორები, ჟურნალისტები და ჩართვის ოპერატორები ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით. წლებია ამ ჩემთვის საყვარელ პროფესიაში ვარ და არასდროს ვაქცევდით ყურადღებას რომელი ტელევიზია ვის მხარეს იყო პოლიტიკურად. ჩუმად ერთმანეთისთვის კადრებიც მიგვიცია, კამერებიც გაგვიცვლია, ისე რომ ხელმძღვანელობას არ გაეგო. მხარს ვუმაგრებდით კაცობით და ჩვენი საქმის სიყვარულით.
ახლა? რა დაემართა ამ პროფესიას, რა დაგვემართა, რატომ ვართ ასე გაყოფილები გახლეჩილები? ახლა ერთად დგომის დროა, არაფერი და არავინ არ ღირს ამ ჩვენთვის საყვარელი პროფესიის გასაპარტახებლად. ნუ გავიმეტებთ ამ პროფესიას ნუ გავწირავთ!
ხვალ, 15:00 საათზე, ყველა „რესპუბლიკის მოედანზე“, – წერს გიორგი შეწირული.
„ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება.