ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადავცემთ – „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში ევროკავშირის წილის პირველ გადახდას“, – წერს ლაიენი.
მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრების და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს.