WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგ ამჯერად საქართველოს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წარმომადგენელის შესახებ აქვეყნებს მასალას:

❓🟢იცით, რომ ევროპული უფეხურა (Caprimulgus europaeus) საქართველოს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი წარმომადგენელია? ეს მობუდარი მცირე ზომის ფრინველი ღამის ცხოვრების წესით გამოირჩევა და აქტიურდება შეღამებისას. მისი შეფერილობა ოსტატურ კამუფლაჟს ქმნის, რაც მას დღის განმავლობაში ხის ქერქსა და მშრალ ფოთლებში თითქმის უხილავს ხდის. საქართველოში უფეხურა ფართოდ არის გავრცელებული. იგი გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში, დაბლობებიდან დაწყებული, მთისწინეთისა და საშუალო მთის ზონების ჩათვლით.

განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით მას ღია ტყის მასივებში, ტყის პირებში, ველებში, მეჩხერ ტყეებსა და მშრალ, ქვიან ლანდშაფტებში.

უფეხურა სასარგებლო ფრინველია და იკვებება მწერებით, ძირითადად ხოჭოებითა და ჩრჩილებით, რომლებსაც უშუალოდ ფრენის დროს იჭერს. ამ სახეობის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი გალობა , რომელიც მექანიკურ ხმებს ან მწერების ვიბრაციას წააგავს.