WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მართველი გუნდის სარჩელის განხილვის დაანონსებულ სხდომებს ეხმაურება და კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს:

“ასე დუმდით მაშინ, ქოცებო, როცა ჩვენ გვიჭერდნენ, გვდევნიდნენ და ჩვენი უფლებები ირღვეოდა. ფიქრობდით, რომ ეს თქვენ არ გეხებოდათ. სანამ სამიზნე სხვები იყვნენ, თქვენ უსაფრთხოდ იყავით, მაგრამ ბიძინამ თქვენს კარზეც მოაკაკუნა.

პოლიტიკური რეპრესიები პარტიულ კუთვნილებას არ ცნობს. როდესაც ძალაუფლება კონტროლს კარგავს, ხოლო პოლიტიკური კონკურენციის სივრცე იკეტება, არავის აქვს გარანტია, რომ სამუდამოდ ხელისუფლებისთვის მისაღებ ადამიანად დარჩება.

ამიტომ დღეს პარტიების აკრძალვის საკითხზე, ხმა უნდა ამოიღოს ყველამ პარტიულმაც და უპარტიომაც, ოპოზიციის მხარდამჭერმაც და ქოცების რიგითმა წევრმაც.

ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის, სადაც მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამოხატვისა და პოლიტიკური არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. ქოცებო თქვენც კი უნდა გქონდეთ უფლება.

დღეს თუ სხვის თავისუფლებაზე დუმხარ, ხვალ შეიძლება საკუთარი თავისუფლების დაცვა მარტო მოგიწიოს.

და მაშინ კითხვა აღარ იქნება, რომელ პარტიას ეკუთვნი. კითხვა იქნება რატომ არ ამოიღე ხმა მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გქონდა?” – წერს ანა კობახიძე.