WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ოპოზიციის ალიანსმა” საპროტესტო აქტივობები დაანონსა. უახლოესი აქცია დაიგეგმა 25 ოქტომბრისთვის, მასშტაბული 28 ნოემბრისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი თენგო თევზაძე:

“25-ში თუ ბევრნი ვიქნებით თსუ-სთან, დაიწყება მნიშვნელოვანი შემოტრიალება და ახალი ძალის აკრეფა.

28 ნოემბერს 100 000 უნდა ვიყოთ!

21, 22 და 23 რიცხვებში ბათუმში ვიქნებით და ქართველ ხალხსა და მსოფლიოს ვაჩვენებთ დიქტატურის გაფორმების მკაფიო მტკიცებულებას.

ეს ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნის და ბრძოლა ბოლომდე იქნება ✊

საქართველო ივანიშვილის გარეშე 🇬🇪“, – წერს თენგო თევზაძე.