საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მართველი გუნდის სარჩელის განხილვა 21, 22, 23 ოქტომბერს მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად.
ისედაც უზარმაზარ შარშია კოლაბორაციონისტული ჩმორული პოლიტიკა, მის დედა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა არ დაუფასა და თავზე ემსხვრევა მთავარი, რაზეც ის აქამდე იდგა.
ქიციც და ქიცმაცურიც გაუთხარეს ქოცებს, მათ მიერ თაყვანისცემის ობიექტად ქცეულ ადგილში!🤣😂” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
paraleli პოლიტიკა