“ფარდა ახადა ანრიმ ყველაფერს..” – ნახეთ ანრი ჯოხაძის ხმაურიანი განცხადება

2 weeks ago 16

მომღერალი ანრი ჯოხაძე “იმედზე” ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და საკუთარ ძმაზე ისაუბრა:“მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი.

ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მისი ამღერება მამის დაპატიმრებას უკავშირდებოდა. “ჩემი ამღერება უკავშირდება მამის პატიმრობას… როდესაც მამა დაიჭირეს – დედამ პირობა მისცა: “შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ სანამ პირადად გავიცნობდით…”

სრულად წაკითხვა