სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა “არმენპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავები შეწყვიტოს.
“რაც შეეხება ერთმანეთის მიმართ წარდგენილი პრეტენზიების გაუქმებას, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება ფორმდება, აქ ორი ნიუანსი ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო ფორუმებზე განხილული გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტის პერსპექტივა, ხოლო მეორე, ნათელი უნდა იყოს, რომ სხვა საკითხებზე დავების საერთაშორისო პლატფორმების ფორმატიდან ამოღების შემდეგ, მხარეებმა აღარ უნდა დააყენონ იგივე საკითხები და გააუარესონ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და გადააქციონ ისინი ესკალაციის მუდმივ წყაროდ,”- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ უარი გაუქმდეს დავები საერთაშორისო სასამართლოებში, არამედ თავად შეწყდეს ეს დავები.
“ამ ეტაპზე, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს გარკვეული ჰუმანიტარული საკითხებისთვის,” – თქვა მან.
2021 წლის 16 სექტემბერს, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, სომხეთმა დაიწყო სასამართლო პროცესი აზერბაიჯანთან საერთაშორისო სასამართლოში.
აღნიშნული სარჩელი აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებში, რომლებიც აქტუალური გახდა 2020 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს.