მომღერალი, ლელა წურწუმია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურადააა ჩართული, ის ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად რუსთაველზე იმყოფება.
“დამოკიდებულებას ვერ ვხვდები, რატომ იმეტებენ თავიანთ შვილის ტოლ ადამიანებს, რატომ არის საჭირო ამხელა ძალადობა, თუმდაც აი ეს დაჭერილი უდანაშაულო ადამიანები.
ესეთი სისასტიკით, როგორც ესენი სცემენ ადამიანებს ეს არის ყოვლად გაუგონარი. არაერთზელ შევხვედრივ პოლიციელებს და ყოველთვის პატივისცემით ვსაუბრობდით, ახლა მგონია რომ სხვა ადამიანები არიან.
თუ ჩატარდება ხელმეორედ არჩევნები ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება” - განაცხადა ლელა წურწუმიამ.