WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

36

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეს რომ გერმანიაში ან საფრანგეთში მომხდარიყო რამდენ ბრიფინგს მიუძღვნიდა პაპუაშვილი, რამდენ ქარდს და სიუჟეტს იმედი, რამდენ სტატუსს ტროლბოტები თუ დაქირავებული ექსპერტები და რა თვალსაჩინო ადგილს დაიკავებდა ეს ამბავი პროპაგანდისტულ ნიაღვარში:

⛔️BBC-ის გამოთვლით, 2020 წლიდან რუსეთში სულ მცირე ყოველი მეექვსე სამშობიარო განყოფილება დაიხურა. ეს ორსულთა სამედიცინო მომსახურების რეფორმას უკავშირდება – მომსახურება დიდ ქალაქებში მდებარე პერინატალურ ცენტრებში გადააქვთ.

✅სულ მცირე 15 რეგიონში პირველი დონის სამშობიარო განყოფილებები აღარ დარჩა. ეს არის საავადმყოფოების მცირე განყოფილებები, სადაც მეან-გინეკოლოგი მთელი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობას არ ატარებს. ექსპერტების აზრით, ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ჯანმრთელი ქალია და ასეთი განყოფილებების შენახვა მიზანშეწონილი აღარ არის. ახლა შორეული ქალაქებისა თუ დასახლებების ორსულებს გეგმური გამოკვლევებისა და მშობიარობისთვის რეგიონულ ცენტრებში ჩასვლა უწევთ.

✅მილიონიან ქალაქ კრასნოიარსკში ხუთი საქალაქო სამშობიაროდან ერთდროულად ორს ხურავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი გახმაურდა და თანამშრომლებმა პრეზიდენტს ვიდეომიმართვები გაუგზავნეს. 2025 წელს რეგიონში 23 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი ახალშობილთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებდა.

✅„ოპტიმიზაციაზე გველაპარაკებიან, მაგრამ მარტივი კითხვა ჩნდება: კონკრეტულად რის ოპტიმიზაციას აპირებენ – სამედიცინო დახმარების, თუ იმ ადამიანების, რომლებიც ყოველდღე ბავშვებისა და დედების სიცოცხლეს იხსნიან? ხვალ რა ბედი ეწევათ მათ, ვინც აქ წლები იმუშავა და ამ სპეციალობით მუშაობის გაგრძელება სურს?“ — სამშობიარო №6-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ცრემლმორეული მიმართავს პრეზიდენტს.

2026 წლის იანვრიდან პაციენტთა მარშრუტიზაციის სისტემის გადახედვამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო ნაკლებ ქალს მიიჩნევენ საკმარისად ჯანმრთელად, რათა ჩვეულებრივ სამშობიაროებში იმშობიაროს – ამიტომაც ხურავენ მათ. BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტებიც ეთანხმებიან, რომ რეფორმა შობადობის კლებისა და მშობიარე ქალების ჯანმრთელობის გაუარესების გამოა საჭირო.

✅„ახლა ძალიან ცოტა ბავშვი იბადება. შობადობა წელიწადში მილიონამდე შემცირდა“, — ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „მედიცინის“ მთავარი რედაქტორი კირილ დანიშევსკი. 2025 წლის გაზაფხულიდან „როსსტატი“ ქვეყანაში შობადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს აღარ აქვეყნებს. ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2024 წელს 1,22 მილიონი ბავშვი დაიბადა. დემოგრაფ ალექსეი რაკშას შეფასებით (რუსეთის ხელისუფლება მას „უცხოეთის აგენტად“ მიიჩნევს), 2025 წელს შობადობა 1,18 მილიონ ბავშვს შეადგენდა — ეს 1999 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.