“ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც ამდენი ხანი ჯანჯლდება” – თემურ ჯანაშია

7 months ago 8

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,აქ არის პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც პირნათლად ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, ვთქვათ, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, ასევე ჩემზეც ითქმის იგივე.

ამიტომ ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც ამდენი ხანი ჯანჯლდება და საბოლოო ჯამში შედეგამდე ვერ მიდის იმიტომ, რომ აქ რეალური სისხლის სამართლის დანაშაული არ არის’’, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა