როგორც იცით, ნიუკასლ იუნაიტედმა დინამო თბილისიდან 17 წლის ვახტანგ სალია გაიფორმა, Geo Team-მა კი დაწერა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ინგლისში სულ მალე, 14 დეკემბერს ჩაფრინდება და ადგილობრივ ბაზას დაათვალიერებს.
17 წლის ფეხბურთელი ნიუკასლის საწვრთნელ ბაზას დაათავლიერებს, პირველი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდება და 14 დეკემბერს ნიუკასლი - ლესტერის მატჩს დაესწრება.
ვახო სალიას ნიუკასლში ვიზიტი გუნდმა მოითხოვა. ფეხბურთელი ინგლისს მამასთან და აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ესტუმრება.
ნიუკასლმა ვახო სალია დინამო თბილისისგან იყიდა და 17 წლის ფეხბურთელი ბრიტანულ გუნდს მომდევნო წლის ზაფხულში შეუერთდება. მაშინ, როცა 18 წლის გახდება.
- წერს ქართული გვერდი.