"ეს კანონი ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს" - ირაკლი კობახიძის განცხადება

2 weeks ago 6

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ახალი კანონის მიღებაზე, რომელიც ეხება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვის აკრძალვას.

"ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს. ეს კანონები მოქმედებს ევროკავშირს წევრ არაერთ ქვეყანაში და ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება.

ტექნიკურად მოვახერხებთ იმის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი. ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად წაკითხვა