“ეს ხალხი მაქედან ქესთუმ ანდა..” – ნახეთ გიორგი ყიფშიძე, რომელიც მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა, საპროტესტო აქციაზე ერთი წუთითაც არ მისულა და ამის მიზეზიც ცალსახად დაასახელა

1 week ago 6

მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რატომ არ დგას რუსთაველზე, აქციის მონაწილეებთან ერთად.
„ერთადერთი, რის გამოც გარეთ არ გამოვალ, მხოლოდ ის მომენტია, რომ მაქეთ მხარეს დგას მიშას სასტავი და ,,მიშა გამოვიყვანოთ” ამბობენ. კარგად მახსოვს მიშას რეჟიმი და მას გვერდში ვერ დავუდგები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მთავრობა გვყავს. საშინელი მთავრობა გვყავს,

მაგრამ უფრო ცუდი და გულისამრევი სასტავი იყო, ვინც ამათმა მოგვაშორებინეს. ასე რომ, მანდ დაკვალიანდით რა… ან ეს ხალხი მაქედან “ქესთუმ” და სამუდამოდ წავიდეს და სხვა პარტიებმა ითავეთ რამე. ამ შემთხვევაში საშინელსა და უარესს შორის, მე განსხვავებას ვერ ვხედავ“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

სრულად წაკითხვა