გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის საფრთხეზე ლაპარაკობს

5 hours ago 2

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა საინფორმაციო სააგენტო Funke Mediengruppe-ის გამოცემებთან ინტერვიუში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის საფრთხეზე ისაუბრა.

მინისტრს ეს სიტყვები კონკრეტულ შემთხვევებთან არ დაუკავშირებია, თუმცა მიუთითა გერმანიის ინფრასტრუქტურის პოტენციურ სისუსტეებზე.

როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გერმანიას კარგად იცნობს და იცის, სად დაარტყას და რომ ეს ქვეყანა მისი ინტერესების სფეროში შედის. მაგალითებად, სადაც შეიძლება მოხდეს თავდასხმები, გერმანიის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა დაასახელა ენერგომომარაგების სფერო და განსაკუთრებით დაუცველი ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში.

ჰიბრიდული ომის მზარდ საფრთხეს განსაკუთრებით გრძნობენ, კერძოდ, ქარის ენერგიის მწარმოებელი გერმანული კომპანიები, რომლებიც მოითხოვენ თავიანთი დანადგარების დაცვას ღია ზღვაში.

ზღვაზე ქარის ენერგიის კავშირის მმართველმა დირექტორმა, შტეფან ტიმმა, მოიწონა პოლონეთის წინადადება ბალტიის ზღვაში საგანგებო მისიის შექმნის შესახებ. მან საინფორმაციო სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ პატრულირება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო უწყებების მიერ, რადგან კერძო კომპანიები ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებენ. ინტერვიუში ბორის პისტორიუსმა ასევე მიუთითა ჰიბრიდული ომის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა საჰაერო სივრცის დარღვევა, რითაც გულისხმობდა დრონების შესაძლო უნებართვო შეჭრას. მინისტრმა ასევე აღნიშნა საინფორმაციო კამპანიები სოციალურ ქსელებში და გავლენა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

ამას გარდა, მინისტრმა ჰიბრიდული ომის მეთოდების რიცხვში შეიყვანა პოპულისტური პარტიების - "ალტერნატივა გერმანიისთვის" და სარა ვაგენკნეხტის კავშირის დაფინანსება. რუსეთმა არაერთხელ უარყო სხვადასხვა საარჩევნო კამპანიების მსვლელობასა და შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში დასავლეთის ქვეყნების ბრალდება. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ შეიარაღება აუცილებელია თავდასხმების მოსაგერიებლად. "

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თავდაჯერებულად დავუპირისპირდეთ პუტინის მუქარას. თუ საფრთხეს უგულებელვყოფთ იმის გამო, რომ ის უხერხულობას გვიქმნის, ის კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება", - განაცხადა მან. დასავლეთის ქვეყნებმა, ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთხელ გამოთქვეს შეფასება, რომ ევროპაში რიგი

დანაშაულების უკან - რომელთა შორისაა ქარხნებისა და მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ცეცხლის გაჩენა, ფიზიკური თავდასხმები - დგანან აგენტები, რომლებსაც რუსები უხდიან ფულს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

სრულად წაკითხვა