ეუთოს მინისტერიალზე ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც

2 weeks ago 5

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელი გამოსვლის წინ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა.

სხდომას ევროკავშირის წევრი მალტა მასპინძლობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ უთხრა, რომ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, პოლონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც და რუმინეთის და ესტონეთის წარმომადგენლებმა. ტიხის ინფორმაციით, სხდომას არ ესწრებოდა ლიეტუვის წარმომადგენელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დარბაზი დატოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ლავროვი ომის დამნაშავეა.

სრულად წაკითხვა