არჩევნები ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო – IRI – ის საბოლოო დასკვნა

3 hours ago 1

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი [IRI] 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო დასვკნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის “ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო”.

რას ფიქრობენ დამკვირვებლები — მოკლედ

საკანონმდებლო ბაზა და მარეგულირებელი პრაქტიკა, რომელიც ხელს უშლის ჭეშმარიტად კონკურენტულ არჩევნებს, ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღება, ოპოზიციური პარტიებისთვის ხელის შეშლა, ამომრჩევლის სისტემატური დაშინება და საზოგადოების ინსტიტუტებისადმი ნდობის ნაკლებობამ ხელი შეუწყო იმას, რომ არჩევნები ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო.

ანგარიშის მიგნებები — დეტალურად

  • მოკლე შეჯამება – მთლიანობაში, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა, მათ შორის: არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა; ამომრჩევლის სისტემატური დაშინება; საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების „მიტაცება“ და შედეგების უარყოფა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება — „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა. მმართველ პარტიას ასევე ჰქონდა გავლენა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, რისი საშუალებითაც დომინირებდა პოლიტიკურ ნარატივზე. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე გამოიყენა სახელმწიფო დაფინანსებული ღონისძიებები თავისი კანდიდატების პოპულარიზაციისთვის და მოაბილიზა საჯარო მოხელეები და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფები მათ ღონისძიებებზე დასასწრებად. მმართველმა პარტიამ ასევე, სავარაუდოდ, სახელმწიფოს რესურსით წამოიწყო ფართო კამპანია მოქალაქეების პირადი მონაცემების შესაგროვებლად. ამის შედეგად შეიქმნა არათანასწორი პირობები, რაც არღვევს არჩევნების. სამართლიანობას.

  • დაშინება და იძულება — საარჩევნო კამპანია მშვიდობიანი იყო, მაგრამ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ ამომრჩევლის დაშინება აძულებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში.

არჩევნების დღე — ჩაიარა მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზების გარეშე, მაგრამ უბნებზე ვიდეოკამერების განთავსებამ და ისეთი კალმების გამოყენება, რომელიც არღვევდა ხმის ფარულობას, ამძაფრებდა ამომრჩევლის დაშინების შიშებს. ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა პროცესის მიმართ და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვა.

  • სასამართლო სისტემა — არაადეკვატური რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მიკერძოებული სასამართლო ხელისუფლება და
    საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმები კიდევ უფრო ძირს უთხრის პროცესისდამი ნდობას და ხელს უწყობს არჩევნების შედეგების უარყოფას.

დარღვევები — წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდადარღვევებით, რაც ძირს უთხრის პროცესის სანდოობას. დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე დახვეწილ ტაქტიკას, რომლიზ მიზანიც იყო ამომრჩევლის იძულება და შედეგით მანიპულირება. მათ შორისაა ამომრჩეველზე თვალთვალი და ხმის ფარულობის დარღვევა, ასევე მოსყიდვა, „კარუსელი“, მარკირების პროცედურისთვის ხელის შეშლა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა. კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია დავათა გადაწყვეტის არაეფექტიანმა მექანიზმა, რამაც გამოიწვია არასტაბილურობა არჩევნების დღის შემდეგ. ფართო საზოგადოების ნდობისა და მის მიერ შედეგების არღიარების ფონზე, ჩნდება კითხვები შედეგებთან დაკავშირებით.

  • რეკომენდაცია — IRI მოუწოდებს მთავრობას, გაითვალისწინოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებების მოწოდებები და ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე რეაგირება მოახდინოს.
სრულად წაკითხვა