ეუთო/ოდირი გმობს საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას

3 weeks ago 20

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 30 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების ქმედებასა“ და „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევის გამო“ მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ძალის არაპროპორციული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების და ჟურნალისტების დიდ რაოდენობას შეეხო საპროტესტო აქციების დროს, სადაც მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო“.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიული საზოგადოების გულში დევს  და აღნიშნავს, რომ ეუთო-ს ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „ყველას ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“. ოდირი აცხადებს, რომ ეუთოს წევრებმა „ასევე აღიარეს, რომ ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ „სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული“. ის ასევე აცხადებს, რომ „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ძალადობრივად მოქმედი მომიტინგეების ქცევაზე ისე, რომ არ გამოიყენონ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა