“ვარიანის უბანზე ამომრჩევლებს ავალებენ, რომ გაფერდებული 41 გამოაჩინონ კონვერტიდან”

1 month ago 16

სოფელ ვარიანის საარჩევნო უბანზე ხალხს ავალებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი და ეს ფაქტი კაბინიდან გამოსვლისას გამოაჩინონ. ამის შესახებ ხმის მისაცემად უბანზე მისული ერთ-ერთი ამომრჩეველი საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ უბანთან მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი კანდელაკი თავის ხალხთან ერთადაა მობილიზებული და სიტუაციას ადგილზე აკონტროლებს.

“გარეთ დგას გიორგი კანდელაკი და ავალებს ხალხს, რომ კაბინიდან გამოსვლისას, ბიულეტენი კონვერტში ისე მოათავსონ, რომ გაფერადებული 41 ჩანდეს. ეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა ჩანდეს მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანი, რადგან ამას უბანზე მათი წარმომადგენლები აკონტროლებენ”, -აღნიშნა ადგილობრივმა აქტივისტმა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს.

სრულად წაკითხვა