UFC-ის სუპერმსუბუქი წონის კონტენდერმა ქორი სენდეჰეგნმა მერაბისა და უმარის დაპირისპირებაზე ისაუბრა:
“ვფიქრობ, უმარი გაიმარჯვებს. ვერ ვხედავ ვერაფერს, რის წყალობითაც, მერაბს მოგება შეუძლია. დვალიშვილი ნურმაგომედოვს სტრაიკინგში ვერ აყვება და არ მგონია, მისი პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება გამოუვიდეს. როგორც მაგალითად ეს შონ ო’მალისთან და სხვა მეტოქეებთან გააკეთა”. - განაცხადა სენდჰეგენმა.
ცნობისთვის, მერაბისა და უმარის დაპირისპირება 18 იანვარს შედგება.