ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას – გიორგი ჭიღლაძე

22 hours ago 12

Skip to content

20.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

კახეთში ქორწილში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

გიორგი ჭიღლაძის წერილს მისი ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ დურგლიშვილი აქვეყნებს.

„ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას, რაც მიმდინარეობს საჯარო სივრცეში.

მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს. ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე“, – წერს გიორიჭიღლაძე.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ უწყებაში დაუდასტურეს.

„დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და, როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთი ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ პროკურატურაში.


გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს, კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე. მის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. მისივე თქმით, ჭიღლაძე „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.

დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრების ხმაური გამო, ქორწილის სტუმრებს წყალს ასხამდნენ აპარატურის დაზიანების მიზნით, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ინციდენტში მონაწილე ქალი რუსეთიდან, ალიონა ნესტერიუკი უარყოფს, რომ ძალადობას წინ უძღოდა ტურისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია. თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ „გაუგებრობასა და კამათს“ ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.

საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

სრულად წაკითხვა