WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პარლამენტის აპარატი გეგმავს, 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად შეისყიდოს ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის, Chat GPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზია.

ეს ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერების საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.

პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა 21 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ირკვევა, რომ აპარატს სურს Chat GPT-ის ბიზნესპაკეტის ერთწლიანი სერვისის ყიდვა - და, როგორც ბრძანებაში წერია, „სახელმწიფო შესყიდვის ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება“.

ატვირთულ დოკუმენტებში წერია, რომ პარლამენტის აპარატის საბიუჯეტო ოფისს ეს სჭირდება:

  • „მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების უზრუნველსაყოფად“,
  • ასევე, „მაკროეკონომიკური პროგნოზირების, გარე წყაროებიდან ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების ავტომატიზაციისათვის.

იქვე მითითებულია, რომ „ChatGPT Business“ პაკეტის გამოყენება „არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“.

პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა კი 4 ნოემბერს სსიპ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი ლაცაბიძეს მიმართა განცხადებით, გასცეს თანხმობა ამ შესყიდვაზე.

ეს განცხადება ამჟამად განხილვის ეტაპზეა და პასუხის მიღების ვადა 10 ნოემბრამდეა.