ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობმა ლეო ანთაძემ "ფორმულას" გადაცემაში რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას პოზიციაზე კომენტარი გააკეთა:
"მსახიობები აჯანყდნენ ძალიან, მსახიობებმა ხმა ამოიღეს მართლაც ვაჟკაცურად და სწორ გზაზე დადგნენ ძალიან, მაგრამ აი, მე არ მესმის, დიდი რეჟისორია რობიკო სტურუა, მაგრამ რატომ აკეთებს ამას, მე არ მესმის, მე ვგმობ მის პოზიციას, არასწორია,"ხელოვანი არ უნდა ჩაერიოს", აბა, ვინ უნდა ჩაერიოს ასეთ უსამართლობაში, ხელოვანის ფუნქციაა, რომ უსამართლობას ებრძოლოს, თუ სცენაზე ებრძვი, ცხოვრებაშიც უნდა ებრძოლო, რა განსხვავებაა, მოქალაქეობრივი ვალი, ხომ უნდა გაისტუმრო, პიროვნება ხარ უპირველეს ყოვლისა და მერე მსახიობი" - ამბობს ლეო ანთაძე.