მომღერალ სოფო ბედიას მეუღლემ პოლიტიკოსმა მიშა მესხმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მიმართავს სპორტსმენებს:
"არ აქვს მნიშვნელობა მიშას მთავრობა იქნება თუ დღევანდელი მთავრობა, როცა 5 კაცი ერთ კაცს ურტყავს ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მინდა სპორტსმენებს
შეგეკითხოთ, მგონი ნახავდით იმ კადრებს პატარა ბავშებს როგორ უქსევენ პოლიციებს, შემდეგ ცდილობენ პოლიციელები დაწვან, ნუ ქალაქზე და ინფრასტუქრტურაზე არ მაქვს საუბარი, ამ ძალადობრივ რაღაცეებზე რეაქცია არ გაქვთ? სულ პოლიციელები არიან დამნაშავეები? თუ ამ ყველაფერს იმით "აპრავებთ", რომ ევროპაში ხდება ესეთი რაღაცეები? მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მაგაზე უარესები ხდება სპეცრაზმის მხრიდან..." - ამბობს ვიდეომიმართვაში მიშა მესხი.