ვიდეო: “ის არის ოქროს ფონდი, რომელსაც ჩვენ ახლა უბრალოდ ვაგდებთ და აღარ ვფიქრობთ იმაზე, ხვალ რა იქნება“ – დოიაშვილი ჭიჭინაძეზე

13 hours ago 3

ის არის ოქროს ფონდი, რომელსაც ჩვენ ახლა უბრალოდ ვაგდებთ და აღარ ვფიქრობთ იმაზე, ხვალ რა იქნება, – აღნიშნულის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, სპექტაკლები არ განახლდება მანამ, სანამ ანდრო არ დაბრუნდება.

“სანამ ანდრო არ დაბრუნდება, მანამდე სცენა ვერ განახლდება. მორალური უფლება არ გვაქვს რომ დავბრუნდეთ. ანდროს ალბათ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ისეთ სპექტაკლში მოუწევდა მონაწილეობა, როგორიც ხვალ იქნება.

ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ არსებობს და არ შეიძლება, რომ იყოს დამნაშავე. იქნებ მივაწვდინოთ მოსამართლეს ხმა. იმედებს ჯერ კიდევ ვიტოვებ. ანდრო არის ოქროს ფონდი, რომელსაც ჩვენ ახლა უბრალოდ ვაგდებთ და აღარ ვფიქრობთ იმაზე, ხვალ რა იქნება“, – ამბობს დავით დოიაშვილი.

ნახეთ ვიდეო:

სრულად წაკითხვა