მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავასთან ქორწინებასა და მათ საერთო შვილზე ალაპარაკდა:
„არავის არ ახსოვს, რომ მე ამ თემაზე მელაპარაკოს ასე, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ლუკა პატარაა და ტელევიზიით არ უნდა მოისმინოს რაღაცები საკუთარ მშობლებზე. მერე იყო მეუღლე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, უფრო ხანგრძლივი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში და შესაბამისად, ჩემი სალაპარაკო ეს უკვე აღარ იყო და ახლა არის ის მომენტი, რომ ადამიანი როცა აღარ არის, კიდე სხვანაირად საფრთხილოა, რას ვიტყვით. თუმცა, რაღაცნაირად, უკვე ლუკას ასაკმა და მისმა პოპულარობამ და ცალკე ინტერესმა მის მიმართ საზოგადოების მხრიდან, ბუნებრივია რომ ეს თემა წამოწია და ალბათ უკვე არის დრო რაღაცების. ბევრი დრო გავიდა უკვე, ყველა რაღაცნაირად დალაგდა და ელემენტარული რაღაცების თქმა, ალბათ უკვე შეიძლება.
ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, რატომ გამიჩნდა მე ამ ადამიანის მიმართ გრძნობა, რა თქმა უნდა, სადღაც იყო ისიც, რომ ის იყო მსახიობი. მას მოვეწონე პირველს და კოტე ისეთი ტიპი იყო, რომელიც ამას სრულიად უკომპლექსოდ, ღიად გამოხატავდა გაცნობის პირველივე დღიდან და ამან ძალიან იმოქმედა ჩემს თვითშეფასებაზე – მე ნამყოფიც არ ვიყავი თეატრალურშ და მსახიობი, ალბათ იქ რანაირი გოგოები არიან და ამ ფონზე, ამანაც ძალიან იმოქმედა.
ლუკა იყო 2 წლის, როცა მე ჩავაბარე თეატრალურში, მაქედან ორი წელი დედა და მამა ყავდა ერთად, მერე ცალ-ცალკე“, – ამბობს მსახიობი.