1
დედაქალაქის პარალელურად, აქცია იმართება ბათუმში – ქუჩაში გამოსულები ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა. მუქარის და ცემის მიუხედავად, ამბობენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ.
აქციას მძღოლები, ბაიკერები, კურიერები უერთდებიან.
გადაწყვიტე, მოღალატე ხარ თუ მოქალაქე – ამბობენ აქციის მონაწილეები.