"ვიმედოვნებ, რომ ორბანი ასადსაც არ დაურეკავს", ასე გამოეხმაურა ზელენსკი ორბანსა და პუტინს შორის გამართულ საუბარს

1 week ago 9

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, რომელზეც ორმა ლიდერმა უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ორბანის თხოვნით შედგა.

"ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ვიქტორ ორბანი ასადს მაინც არ დაურეკავს მოსკოვში, რათა კიდევ მისი მრავალსაათიანი ლექციები მოისმინოს. არ არის საჭირო საკუთარ იმიჯზე თამაში, არამედ საჭირო ზრუნვა საერთო წარმატებაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვებიც რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მოჰყავს.

ზელენსკის მკვეთრი კრიტიკის პასუხად კი ორბანმა სოციალურ ქსელ x-ში დაწერა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის ბოლოს უნგრეთი ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. "ჩვენ შევთავაზეთ საშობაო ზავი და ტყვეთა მასშტაბური გაცვლა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მკაფიოდ უარყო და გამორიცხა ის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო", - წერს ვიქტორ ორბანი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ომში პოტენციურ „მშვიდობისმყოფელად“ მიიჩნევს.

კრემლის თანახმად, "შედგა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის საკითხებზე."
ამავე ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა დაიკავა "დესტრუქციული" პოზიცია, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო შეთანხმებას.


ორბანმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ ვინაიდან ამჟამად არის "ყველაზე საშიში კვირები რუსეთ-უკრაინის ომში", უნგრეთი გადადგამს ყველა საჭირო დიპლომატიურ ნაბიჯს, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

სრულად წაკითხვა