ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ სხვადასხვა შეფასება გააკეთეს. თუკი ოპოზიცია ანგარიშს კრიტიკულად მიიჩნევს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ანგარიში არჩევნების შედეგებს აღიარებს.
თავად ორგანიზაცია აცხადებს, რომ მანდატის ფარგლებში არ შეაფასებს არჩევნების ლეგიტიმურობას და დასკვნების გაკეთებისკენ ხალხს მოუწდებს.
ამ მასალაში თავი მიმოვუყარეთ ამ დროისთვის გაკეთებულ განცხადებებს:
ირაკლი კობახიძე: „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“.
თაზო დათუნაშვილი, „ძლიერი საქართველო“: „არჩევნების გაყალბების მათი ყველა მოდელი არის გათვალიწინებული ეუთო/ოდირის დასკვნაში, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ამ არჩევნებმა ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება!“
ნათია მეზვრიშვილი, „საქართველოსთვის“: „ეუთო-ოდირმაც გამოუტანა არალეგიტიმურ „ოცნებას“ განაჩენი! ოდირი ამბობს, რომ არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი“
ცესკო: „ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები“ .