3
ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, იმ დანაყოფის მეთაური, ვინც საქართველოში ივანიშვილის დავალებით, ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი მეთაური იოსებ მარგველაშვილი, “ხარებას” მარჯვენა ხელია.
კაცი, რომლის დანაყოფების ანგარიშზეც 250-ზე მეტი ადამიანის დასისხლიანება, ცემა და დამცირებაა, “შაბათის ეთერის” გამოჩენისას სახლში ჩაიკეტა. 44 წლის მარგველაშვილი, აივანზე მოაჯირს უკან იმალება.
მარგველაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მისი საქმიანობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით აღმოაჩინეს, რომ მათი მეზობელი მარბიელთა რაზმის მეთაურია.
რაც შეეხება “ხარებას”, – ვისი ხელითაც ოლიგარქის რეჟიმმა ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო, “შაბათის ეთერის” წყაროს ინფორმაციით, პირდაპირ კავშირზეა ბიძინა ივანიშვილთან. ერთმა წყარომ, სისტემის შიგნიდან “მელაძის შაბათს” დაუდასტურა, რომ ‘ხარება”, შიდა წრეებში ამ კავშირის დემონსტრირებას არ ერიდება.