“ვნერვიულობდი, კომისია ბრძოლაზე არ გამიშვებდა, მთხოვა ფეხი მეჩვენებინა... - რა აღიარა მერაბ დვალიშვილმა

6 hours ago 6

როგორც მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურნაგომედოვის წინააღმდეგ ქამარი დაიცვა.

მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ სახალისო ისტორია გაიხსენა:

“კალიფორნიაში მკაცრი სამედიცინო კომისიაა და მეშინოდა, რომ ტრავმის გამო ბრძოლის უფლებას არ მომცემდნენ. კომისიის წევრმა მარცხენა წვივი შეამოწმა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეორე ფეხის შემოწმებაც მთხოვა, მაგრამ ისევ მარცხენა წვივი ვაჩვენე. ტრავმის შესახებ მან ვერაფერი გაიგო”. - განაცხადა მერაბმა.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ისტორიაში ყველაზე მეტი, 92 თეიქდაუნი აქვს შესრულებული.

სრულად წაკითხვა