WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

05.11.202605.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის „რეკომენდაციას აძლევს“, რომ „ტონს დაუწიოს“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გაღიზიანება ელჩის გუშინდელმა პრესკონფერენციამ გამოიწვია, რომელიც 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის ეხებოდა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა და პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, ტონს დაუწიოს“, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ელჩის პასუხს დიალოგთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.

ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა.

„მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო, გლობალურ ომის პარტიაზეო, „დიპ სთეითზეო“, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი. მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად?! ამაზე უნდა დიალოგი გვქონდეს, რომ აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ამაზე უნდა დიალოგი? თუ ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულ უბრუნდება, სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი?“ – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ელჩს „ურჩია“, რომ „აგდებული ტონი“ საელჩოში დატოვოს.

იხილეთ ასევე: