ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

1 day ago 6

ქალაქ ზაპოროჟიეში სამრეწველო საწარმოზე რუსეთის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება.

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს დარტყმის შედეგები.

ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომანქანას, დაზიანდა ტრამვაი და ტრამვაის რელსები.

მანამდე ზაპოროჟიეში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ხელისუფლება იტყობინებოდა კორექტირებადი ავიაბომბებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხეზე. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღი გამოიყენა რუსეთის არმიამ. რუსეთის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ზაპოროჟიე, რომელიც ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული, რეგულარულად ხდება ხოლმე რუსეთის დარტყმების სამიზნე. ერთ-ერთი უკანასკნელი იერიში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება კორექტირებადი ავიაბომბები. დარტყმების შედეგად არიან ხოლმე დაღუპულები და დაჭრილები, აღირიცხება ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევა.

სრულად წაკითხვა