როგორც უკვე არაერთხელ მოგახსენთ, მიუნხენის ბაიერნი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის იოზუა კიმიხის შენარჩუნებაზე მუშაობს.
თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე კომენტარი თავად 29 წლის ნახევარმცველმაც გააკეთა.
"ზაფხულს არ დაველოდები! ზამთარშივე დავჯდებით მოლაპარაკებების მაგიდაზე და შემდეგ შევეცდები ჩემი მომავალი უფრო დიდ სურათში დავინახო - გადაწყვეტილებას იანვარში მივიღებ", - განაცხადა კიმიხმა.
შეგახსენებთ, იოზუასა და კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება, მისი ტრანსფერით კი არაერთი ტოპ კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ბარსელონა, რომელსაც კიმიხის ყოფილი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი წვრთნის.