DAZN-თან საუბრისას ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერმა პასუხები ბლიცკითხვებს გასცა.
ყველაზე რთული მეტოქე კარიერაში – კრიშტიანო რონალდო, მესი. ასეთი ბევრია;
საუკეთესო პარტნიორი გუნდში – რობერი (რიბერი და რობენი);
ყველაზე სასაცილო პარტნიორი გუნდში – თომას მიულერი;
ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ფეხბურთში – ტრიპლეტი (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა);
ყველაზე ჭუჭყიანი პარტნიორი გუნდში – ამ მხრივ გუნდში ყველაფერი წესრიგშია;
ბავშვობის კერპი – ბორის ბეკერი;
მთავარი ტალანტი დღევანდელ ფეხბურთში – ლამინ იამალი. შესაძლოა, სხვებიც არიან.
ყველაზე ლამაზი მოთამაშე გუნდში – სერჟ გნაბრი, შესაძლოა, ვარცხნილობის შეცვლა სჭირდება, ამიტომაც, ალბათ, ჯამალ მუსიალა.