მამარდაშვილის "ვალენსიას" ბარახას შემდეგ კარლოს კორბერანი გაწვრთნის, რომელიც აქამდე "ვესტ ბრომვიჩს" თავკაცობდა.
41 წლის სპეციალისტს "ვილიარეალში", "ალკორკონში", "ალ იტიჰადსა" და "ალ ნასრში", კვიპროსულ "დოქსასა" და "ერმისში", ინგლისში, "ლიდსსა" და "ჰადერსფილდში" და ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" უმუშავია.
"ვალენსია" ლა ლიგაში 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს.
2025 წელს კი, 4 იანვარს, მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებით დაიწყებს.