ზელენსკიმ ევროკავშირს ივანიშვილზე ზეწოლისკენ მოუწოდა

2 days ago 3

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, არ დაუშვას საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა.

როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა არ მისცენ საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპარვით სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

5 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეები წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.

უკრაინის სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.

სრულად წაკითხვა