ზელენსკის თქმით, უკრაინა „ოცნების“ ხელისუფლების დასანქცირებას აპირებს

2 weeks ago 11

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი აპირებს, დაასანქციროს „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საქართველოში რაც ხდება, არის არა ერთი ერის და არა მარტო ჩვენი რეგიონის პრობლემა — თუ როგორ მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთზე დამოკიდებულობაზე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. როცა მოსკოვში აქებენ ამ ხელისუფლებას, ეს ნათლად აღნიშნავს, ვისზე მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ მიტინგებს.

ნამდვილად არ აკეთებენ ამას საქართველოსთვის. ვამზადებთ ჩვენს იურიდიულ რეაგირებას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება, მომზადდეს შესაბამისი სანქცირების გადაწყვეტილებები“, — ნათქვამია მის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა