სამაგალითო სადამსჯელო ძალადობის კვალი ღიად მიდის ივანიშვილამდე – პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.
ყოფილი პრემიერის თქმით, ოლიგარქმა ახალგაზრდების წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა.
გახარია “ოცნების” მაღალჩინოსნებს მშიშარა ბიჭებს უწოდებს და ამბობს, რომ თავად არც 20 ივნისს დამალულა, არც “ბასიანის” მოვლენებისას მიუტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის იდგა.