„მადლიერი ვარ, რომ ორი დიდი პატრიოტი გავაცანი ერთმანეთს - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რათა გადავარჩინოთ ძლიერი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და დავამარცხოთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი“, - წერს უი უილსონი.
ჯო უილსონის პოსტების თანახმად, სამივე მათგანს მან გააცნო სალომე ზურაბიშვილი.
„მშვიდობა ძალით ბრუნდება“, - წერს უილსონი პიტ ჰეგსეტთან ფოტოს გამოქვეყნებისას.
„ორი გასაოცარი ადამიანი, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ“, - წერს ის დონალდ ტრამპ უმცროსა და სალომე ზურაბიშვილზე.
სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ეს შეხვედრები შედგა დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით გამართულ წინასაინაუგურაციო წვეულებაზე. ფოტოებს ღონისძიებიდან ისიც ავრცელებს.
ღონისძიება ვაშინგტონის დროით 17 იანვარს, საღამოს, თბილისის დროით კი 18 იანვარს, დილის საათებში გაიმართა.
ფოტოებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩანს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ტეხასიდან, ტედ კრუზი, - რომელსაც საქართველოს ხელისუფ0ლების მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც 20 იანვრის, - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის - შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე დებდნენ ფსონებს, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან და არც ტელეფონით უსაუბრიათ.
ირაკლი კობახიძემ, - რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ, - გუშინ განაცხადა, რომ ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, ხოლო „კონკრეტული პოლიტიკოსები“ აშშ-ში ცერემონიაზე მიდიან, რათა „220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ“.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, „რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის“.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
13 იანვარს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" მოუყვა.