ზურაბიშვილი: სკოლის მოსწავლეებისთვის არ მომიწოდებია, აქციებზე გამოსულიყვნენ

2 weeks ago 9

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2 დეკემბრის პოსტში, სადაც იგი ამბობდა, რომ სკოლებსაც უნდა გამოეხატათ სოლიდარობა პროტესტისთვის, არ მოუწოდებდა სკოლის მოსწავლეებს, აქციებზე გამოსულიყვნენ.

„ეს პოსტი იყო აღწერა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც ხდება. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია მოვუწოდო სკოლის ბავშვებს გამოვიდნენ… გაოგნებული ვარ, საპატრიარქოში რომ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს, ეს გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ. ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა? მე იქ ვწერ, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. არ იყო მოწოდება, ტყუილად ნუ მოეკიდებით სისულელეებს“, — განაცხადა მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.

პოსტი, რომელზეც საუბარი მიდის, ზურაბიშვილმა 2 დეკემბერს, X-ზე, ინგლისურად განათავსა. პრეზიდენტი წერდა:

„უნივერსიტეტების შემდეგ, ჯერია სკოლებისა, ოლიდარობა გამოხატონ პროტესტების მიმართ, მთელი საქართველოს მასშტაბით“. მისი ეს განცხადება სკოლის მოსწავლეებისადმი მოწოდებად შეაფასეს საპატრიარქომ და სახალხო დამცველმა და ზურაბიშვილი გააკრიტიკეს.

სრულად წაკითხვა